ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს

ხუთშაბათი, 03 აპრილი, 2025
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს  ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის წარდგინებით და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. 

დღეს საქართველოს  ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს უწყების ახალი უფროსი  ირაკლი  ბერაია  წარუდგინა. ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის მნიშვნელოვან როლზე საფინანსო - ეკონომიკური  დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელის პირობებში, უწყება გააგრძელებს ეფექტიან მუშაობას ეკონომიკის უსაფრთხოებისა და განვითარების მიმართულებით. მან სამსახურის ყოფილ უფროსს, სოსო რამიშვილს მადლობა გადაუხადა უწყების ხელმძღვანელობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. 

საგამოძიებო სამსახურის ახალმა უფროსმა ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის, კორუფციული გარიგებების წინააღმდეგ ბრძოლა და ფისკალური დისციპლინის შენარჩუნება, კვლავ სამსახურის მთავარი პრიორიტეტი იქნება.

ირაკლი ბერაიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. პოლიტიკურ საქმიანობამდე მას წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში. 2016-2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. ამ დრომდე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top