ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურში საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ხუთშაბათი, 20 მაისი, 2021
საგამოძიებო სამსახურში საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ოფისის რეგიონალურ ხელმძღვანელს, ქალბატონ როსიცა პეტროვს შეხვდა. შეხვედრას  საგამოძიებო სამსახურისა და აშშ-ს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, სტუმრებს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყების საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.

როსიცა პეტროვმა ხაზი გაუსვა აშშ-ს და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის პროდუქტიულობასა და სამომავლო ინტენსიფიკაციის აუცილებლობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა საგამოძიებო სამსახურის როლზე კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, განსაკუთრებით კონტეინერების კონტროლის პროგრამის (CCP) ფარგლებში. ამერიკელმა სტუმარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა პროგრამაში ჩვენი უწყების ჩართულობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებზე. აშშ საელჩომ გამოხატა სურვილი დახმარება გაუწიოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, როგორც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში, ასევე მონაცემთა ანალიზის სისტემების წვდომის გაფართოებაში. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top