ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

პარასკევი, 21 სექტემბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

184

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი  ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს, ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით  სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 4 211 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდნენ.  ხოლო,  კახეთის რეგიონში, ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის  განკუთვნილი „HEETS“ ფირმის 800 კოლოფი თამბაქოს  ნაწარმი. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება. 

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

Back To Top