ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

პარასკევი, 16 ივნისი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

379

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“- ს გავლით, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანეს დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით,  1 394.38 გრამის,  ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 136 336.63 ლარი შეადგინა. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top