ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

შაბათი, 12 დეკემბერი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

548

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ერთი პირი მისცა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალაქ რუსთავში, ე.წ. „სტამბოლოს ბაზრის“ ტერიტორიაზე სისტემატურად ამზადებდა სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც შემდგომში ამონტაჟებდა პროდუქციის ასაწონ სასწორებში და ახდენდა მის რეალიზაციას სხვადასხვა მარკეტებსა და საცალო ბაზრობებზე. ელექტრო სასწორებში ჩამონტაჟებული მოწყობილება იმართებოდა სპეციალური დისტანციური მართვის პულტებით, რაც საშუალებას აძლევდა გამყიდველს ხელოვნურად გაეზარდა პროდუქციის წონა. საგამოძიებო სამსახურის მიერ, სხვადასხვა ობოექტებიდან ამოღებულია სასწორები, რომელებიც განკუთვნილი იყო მომხმარებლის მოსატყუებლად. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე  მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top