ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა

პარასკევი, 03 ივნისი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე  დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი  წევრი დააკავა

491

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე  დანაშაულებრივი ჯგუფის  5 წევრი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა  ორგანიზებულ - დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ოთხ წევრთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა დიდი ოდენობით ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების გასაღებას, რა დროსაც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე  დაჯგუფების 3 წევრი დააკავეს, ხოლო დანარჩენი ორის აყვანა მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან. 

დაკავებულთა ბინებისა და პირადი ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით, სხვადასხვა უცხო ქვეყნის ვალუტას მიმსგავსებული ბანკნოტები, რომლებზეც დანიშნულია ექსპერტიზა მათი წარმომავლობისა და სიყალბის დადგენის მიზნით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“  და ,,გ“  ქვეპუნქტებით,  რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top