ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ორშაბათი, 22 თებერვალი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა გადასახადებისაგან  თავის არიდების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

521

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით, სახელმწიფოს ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა,  სხვადასხვა პირის სახელზე დაარეგისტრირა რვა საწარმო, რომლის სახელითაც, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში განახორციელა  3 824 192 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტენულის იმპორტი, გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით კი დღგ – ს  დეკლარაციებში  მიუთითა ყალბი მონაცემები და თავი აარიდა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა  სახელმწიფო ბიუჯეტს  128 810 ლარი დააკლო.

დაკავებული მოქალაქე პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 218-ე და 210-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

 

 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top