ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პარასკევი, 03 ნოემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

310

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მის კუთვნილ საწარმოში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის - ჭაჭის არყის  რეალიზაციას  შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელი, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში  5 620 ლარს  შეადგენს.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top