ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნა

პარასკევი, 28 მარტი, 2025
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნა. უწყებამ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ სამსახურის საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დასაცავად, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. მისი თქმით, ქვეყნის ფინანსური სფეროს მდგრადობა და ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოადგენს კონკურენტუნარიანი ეკონომიკის საფუძველს. 

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, განვლილი წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახური რჩება ქართული სახელმწიფოს საფინანსო-ეკონომიკური სფეროს სტაბილურობის დამცველ უწყებად და წარმატებით ახორციელებს ამ სფეროში დანაშაულის და კორუფციულ გარიგებათა პრევენციას, გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას. მისი თქმით, სამსახური ყოველწლიურად აძლიერებს აქტივობებს ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის აღმოფხვრისა და კონკურენტული ბიზნესგარემოს სტაბილურობის შესანარჩუნებლად. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულისა და ე.წ. ქოლცენტრების მიერ განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რაც საჭიროებს გამოძიების თანამედროვე მეთოდების დანერგვას. მისივე განცხადებით, ასევე გამოწვევად რჩება ტრანსნაციონალური ხასიათის დანაშაული, რაც თანამშრომლებისგან პროფესიული უნარების მუდმივ ამაღლებასა და კოლეგა საგამოძიებო უწყებებთან აქტიურ კოორდინაციას მოითხოვს.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლები სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვეს და მადლობის სიგელები გადასცეს. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top