ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის განცხადება

ოთხშაბათი, 22 თებერვალი, 2017
საგამოძიებო სამსახურის განცხადება

427

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გურიისა და აჭარის სამმართველომ, 2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მე - 2 ნაწილის „დ“  და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

გამოძიების ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დგინდება, ერთ-ერთი რეგიონში შპს-ის ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას. საგამოძიებო სამსახური ახორციელებს ყველა გადაუდებელ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს, რათა სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და მოხდეს დანაშაულის ჩამდენი პირების მხილება. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top