ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ლევან გამყრელიძე - "ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაწინაურდნენ და წახალისდნენ სისტემაში დასაქმებული პროფესიონალი კადრები"

ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2017
ლევან გამყრელიძე - "ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაწინაურდნენ  და წახალისდნენ სისტემაში დასაქმებული პროფესიონალი კადრები"

377

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებული რეორგანიზაცია გრძელდება, საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის განცხადებით, „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის და სამსახურის გაძლიერების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაცია გრძელდება, სამართალდამცავი უწყების რეფორმირების და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიმართულებით, სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან  კვლავ გაგრძელდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და შიდა რგოლებიდან პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების დაწინაურება წახალისება.“


საკადრო გადაადგილების შედეგად,  საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს, საშტატო გადაადგილებები განხორციელდა საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოებში, შეიცვალნენ შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარა - გურიის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, სამცხე ჯავახეთის,  მცხეთა მთიანეთისა და  კახეთის რეგიონული სამმართველოების  უფროსები და მათი მოადგილეები,  ამ დრომდე ვაკანტურია იმერეთის და რაჭა ლეჩხუმის სამმართველოს უფროსის პოსტი, ამ პოზიციებზე სამსახურის ქვედა რგოლებიდან დაწინაურდნენ კვალიფიციური კადრები, რომლებიც საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდნენ.


საგამოძიებო სამსახურის  მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით და არსებული ადამიანური რესურსის ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით, კვლავ გაგრძელდება  შიდა რგოლებიდან პროფესიონალი კადრების დაწინაურება. სამსახურში რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი საშტატო გაადადგილებები და საკადრო დანიშვნები თვის ბოლოს დასრულდება.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top