ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი

სამშაბათი, 22 თებერვალი, 2022
დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებმა, მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილით, ქალაქ თბილისში განახორციელეს დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 957 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ასევე ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც განხორციელდა საქონლის გადაზიდვა. 

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება შეადგენს 8 610 ლარს. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top