ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი პასუხისგებაში მისცა

პარასკევი, 10 აგვისტო, 2018
დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა  სამი პირი პასუხისგებაში მისცა

197

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და  სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით  - 2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული  ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება     100 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

Back To Top