240
ორშაბათი, 23 აპრილი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
241
ორშაბათი, 23 აპრილი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის მმართველი საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას UNODC - ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი ნაიდა ჩამილოვა ხელმძღვანელობდა.
242
პარასკევი, 20 აპრილი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, ოთხი საწარმოს ხელმძღვანელი დააკავეს.
243
ოთხშაბათი, 18 აპრილი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით, 17-18 აპრილს, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებისთვის ფინანსური დანაშაულის გამოძიების და კრიპტოვალუტის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შიდა შემოსავლების სამსახურის ექსპერტი ჯეიმს დანიელსი უძღვებოდა.
244
სამშაბათი, 17 აპრილი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და ხუთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.