ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები
ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის ქონების გაფლანგვის ფაქტზე მხილებულია ორი პირი

ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის ქონების გაფლანგვის ფაქტზე მხილებულია ორი პირი

სამშაბათი, 14 ნოემბერი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. 

საგამოძიებო სამსახურში გახანგრძლივდა სტაჟირების კონკურსში განაცხადების მიღების ვადა

საგამოძიებო სამსახურში გახანგრძლივდა სტაჟირების კონკურსში განაცხადების მიღების ვადა

სამშაბათი, 14 ნოემბერი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის პერიოდი მიმდინარე წლის 27 ნოემბრის ჩათვლით გაახანგრძლივა. საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://is.ge/ka-ge/stajireba.

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მხილებულია პირთა ჯგუფი

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მხილებულია პირთა ჯგუფი

სამშაბათი, 07 ნოემბერი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის დაიწყო ევროკავშირის პროექტის  ერთკვირიანი ტრენინგ  კურსი თემაზე - ღია დაზვერვისა (OSINT) და ონლაინ გამოძიების შესავალი ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის დაიწყო ევროკავშირის პროექტის ერთკვირიანი ტრენინგ კურსი თემაზე - ღია დაზვერვისა (OSINT) და ონლაინ გამოძიების შესავალი ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის

ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2023

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის CyberEast-ის, „ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოსა“ (CEPOL) ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSCE) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იმართება ტრენინგ კურსი „ღია დაზვერვისა (OSINT) და ონლაინ გამოძიების შესავალი ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის“ (Open-Source Intelligence (OSINT) and Online Investigation for the investigators of the Ministry of Finance). ტრენინგში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 25 გამომძიებელი იღებს მონაწილეობას.

საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 24 ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 24 ფაქტი გამოავლინა

პარასკევი, 03 ნოემბერი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 24 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 23 პირი, მათგან დაკავებულია 9 პირი.

1113
«აპრილი 2021»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789

Back To Top