ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურში საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საკითხები განიხილეს

ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურში საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საკითხები განიხილეს

333

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  შემოსავლების და საბაჟო სამსახურის ფისკალური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მეკავშირე ოფიცერს,  ნიკ ეედეს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საკითხები განიხილეს. მხარეებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  შემოსავლების და საბაჟო სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებულ  საკითხებზე და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის, საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს წარმომადგენლები.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top