21
ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2019
საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო რამიშვილმა და მისმა მოადგილეებმა, ლატვიის რესპუბლიკის შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს კასპარს პოდინიშს და მის მოადგილეს კრისტინა პრუსაკა-ბრინკმანეს უმასპინძლეს.
22
ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინირებით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.
23
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
24
ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ესტონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და უწყების წარმომადგენლები ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს ხელმძღვანელებს - ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს გენერალურ დირექტორს, ვალდურ ლაიდს, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს, რაინ კუუსს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.
25
პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს.