3
პარასკევი, 24 იანვარი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მომართვის საფუძველზე, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დააკავეს.
2
პარასკევი, 24 იანვარი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
4
სამშაბათი, 21 იანვარი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის, წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე დააკავეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი.
5
პარასკევი, 17 იანვარი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
6
სამშაბათი, 14 იანვარი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლებში: გუგუტიანთკარში, ზარდიაანთკარსა და კოშკაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი, ავეჯი, სამოსი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.