სამშაბათი, 03 მაისი, 2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - ირაკლი ლექვინაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ხუთშაბათი, 28 აპრილი, 2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
ხუთშაბათი, 21 აპრილი, 2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქ. ახალციხეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
ოთხშაბათი, 20 აპრილი, 2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის, ონლაინ ფორმატში, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა - ვადიმ მელნიკმა.
ოთხშაბათი, 20 აპრილი, 2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.