697
სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლთურად დაუფლების ბრალდებით, მოქალაქეები ა. მ, მ. ნ. და ასევე, ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების ერთ-ერთი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
698
შაბათი, 18 ოქტომბერი, 2014
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვის სამინისტროს, „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი რეგიონის სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
699
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2014
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრების კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარე და შპს-ის დირექტორი, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
700
ორშაბათი, 13 ოქტომბერი, 2014
2014 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკი“-ს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი გ. მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
701
ხუთშაბათი, 09 ოქტომბერი, 2014
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარნეულის რაიონ სოფელ იმირში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ადვოკატი ჯ. მ. დააკავა.