სამშაბათი, 27 ივნისი, 2023
საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში გაიმართა უწყების წარმომადგენლების შეხვედრა კომპანია Tether-ის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაოლო არდოინო (ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი). შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ციფრული გადახდების პლატფორმა CityPay.io-ს ხელმძღვანელი პირები.
სამშაბათი, 27 ივნისი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, დაკავებულ იქნა სამი პირი, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ხუთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტებზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 14 პირი.
ორშაბათი, 19 ივნისი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს ეწვია.
ოთხშაბათი, 14 ივნისი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამი პირი ამხილეს.