579
ორშაბათი, 24 აგვისტო, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საშემოსავლო სამსახურის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის გადასახადებისგან თავის არიდების, ფულის გათეთრებისა და სხვა ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაციის გაცვლას, ასევე ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას. ხელშეკრულებას ხელი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მოეწერა.
580
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
581
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საჯარო მოხელე დააკავა.
582
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2015
ქორთიარდ მერიოტში“ ოფიციალურად გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“. პროექტის საერთო მიზანია საქართველოს ფისკალურ სფეროში ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სტანდარტების გაზიარება და ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს წახალისება.
583
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ - პირველი სახელმძღვანელო კომიტეტის სხდომა გაიმართა.