427
ოთხშაბათი, 22 თებერვალი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გურიისა და აჭარის სამმართველომ, 2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მე - 2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
428
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, აღკვეთილ იქნა დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი.
429
პარასკევი, 10 თებერვალი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.
430
სამშაბათი, 07 თებერვალი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები გამოავლინა.
431
პარასკევი, 03 თებერვალი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.