210
ორშაბათი, 16 ივლისი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთ განყოფილების უფროსი ოფიცერი დააკავეს.
211
პარასკევი, 13 ივლისი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე ქალაქ ბათუმში გამართულ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ესწრება. ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით იმართება.
212
პარასკევი, 06 ივლისი, 2018
კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სეულში აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და კორეის განვითარების ინსტიტუტის (KDI) ორგანიზებით, 3-5 ივლისს ჩატარდა კონფერენცია თემაზე „სამხრეთ-სამხრეთის ცოდნისა და თანამშრომლობის გაღრმავება აზიაში“. ღონისძიებას, ADB-ს მიწვევით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სსიპ მომსახურების სააგენტოს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის და სახაზინო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
213
პარასკევი, 06 ივლისი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
214
ოთხშაბათი, 04 ივლისი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თევზპროდუქტების ფალსიფიკაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.