172
ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს და მაგისტრატურის სტუდენტებს შეხვდა და საგამოძიებო სამსახურში დაგეგმილი სტაჟირების პროგრამა პირადად გააცნო. შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია და დეკანის მოადგილე, პროფესორი მორის შალიკაშვილი ესწრებოდნენ.
173
ორშაბათი, 08 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
174
პარასკევი, 05 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
175
ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა იწყება. პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს პროფესიული საქმიანობა და კარიერა დაუკავშიროს საგამოძიებო სამსახურს - სამართალდამცავ უწყებას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის. 2018 წელს, სტაჟირების პროგრამა პირველად იქნება ანაზღაურებადი, რაც დამატებითი სტიმული იქნება დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
176
ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის ერთ-ერთი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.