152
ხუთშაბათი, 13 დეკემბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი იტალიის რესპუბლიკის საელჩოს საბაჟოს, გადასახადების, აქციზების, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთა ატაშეს, იტალიის ფინანსური გვარდიის წარმომადგენელს, კლაუდიო რამპონის და კომერციულ ატაშეს, მასიმო მარიანის შეხვდა.
153
სამშაბათი, 11 დეკემბერი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
154
სამშაბათი, 04 დეკემბერი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსი დასრულდა. პროფესიული ტესტირება, ტესტირება ზოგად უნარებში და გასაუბრება 35 ახალგაზრდამ წარმატებით გაიარა. დღეიდან, შერჩეული სტაჟიორები ექვსთვიან სასწავლო კურსს გაივლიან.
155
პარასკევი, 30 ნოემბერი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, რომელსაც ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორი ანტონი მიკულსკისი ხელმძღვანელობდა.
156
პარასკევი, 30 ნოემბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სოსო რამიშვილი ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორს, ანტონი მიკულსკისს შეხვდა.