ხუთშაბათი, 16 მარტი, 2023
საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (PAR) წარმომადგენლებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების (პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, ლატვია, საბერძნეთი) საელჩოების მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა. სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის მიერ, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, გასულ წელს მიღწეულ შედეგებსა და უწყების ხედვას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის თაობაზე.