ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების მეკავშირე ოფიცრებთან

ხუთშაბათი, 16 მარტი, 2023
შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების მეკავშირე ოფიცრებთან

საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (PAR) წარმომადგენლებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების (პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, ლატვია, საბერძნეთი) საელჩოების მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა. სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის მიერ, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, გასულ წელს მიღწეულ შედეგებსა და უწყების ხედვას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის თაობაზე.

შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, ე.წ. „დიპლომატიური კლუბი“-ს ჩამოყალიბების თაობაზე. მოწვეულმა სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საგამოძიებო სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე. ასევე გამოხატეს მზაობა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურს აღმოუჩინონ დახმარება შემდეგი მიმართულებებით: დაყადაღებული აქტივების მართვის და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება; სპეციფიკური ანალიტიკური პროგრამების მოძიება და შესწავლა; პროფესიული კონტაქტების გააქტიურება შეხვედრაზე წარმოდგენილ ქვეყნებში მოქმედ კოლეგა უწყებებთან; სამსახურის თანამშრომლების ტრენინგი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 

ყოველივე ზემოაღნიშნული არა მხოლოდ გააუმჯობესებს უწყების ეფექტიანობას, არამედ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით - რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„უახლოეს მომავალში ვიმედოვნებთ ერთობლივად წამოვიწყოთ წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობა, რაც აუცილებლად აისახება ჩვენი უწყების საქმიანობაზე“ - შეხვედრის დასასრულს განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top