პარასკევი, 01 აპრილი, 2022
მიმდინარე წლის 31 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს ექსპერტ - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირსა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ექსპერტებს - ოლექსი ფეშჩენკოსა და ვიტალი გალეტას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.