ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის მარტის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 36 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 39 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 18 პირი დააკავეს.