საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უნივერსიტეტის დელეგაციას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ოფისის რეგიონალურ ხელმძღვანელს, ქალბატონ როსიცა პეტროვს შეხვდა. შეხვედრას საგამოძიებო სამსახურისა და აშშ-ს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიმდინარე წლის 30 დეკემბერს შედგა გაცნობითი ხასიათის ონლაინ-შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელებს შორის. შეხვედრას უძღვებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უფროსი ვადიმ მელნიკი.
მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ საერთაშორისო საგადასახადო კონგრესის მუშაობაში. კონგრესის ფარგლებში განხილული იქნა საზოგადოებრივი ფინანსების მართვის და ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები. გამართული დისკუსიის ძირითად თემებს წარმოადგენდა: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა; სახელმწიფო ფინანსური კონტროლის შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტში; ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურო: მოლოდინები, რეალობა, გამოწვევები; სახელმწიფო და კერძო ინტერესი საგადასახადო დაბეგვრაში; უკრაინის ფისკალური პოლიტიკის ტრანსფორმაცია ევროინტეგრაციის პირობებში; საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელების თავისებურებები თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე; ჰუმანიტარულ-საგანმანათლებლო და სოციალურ-პოლიტიკური პროცესები მდგრადი განვითარების კონტექსტში: ეროვნული და გლობალური განზომილებები; ინფორმაციული ტექნოლოგია ეკონომიკასა და მენეჯმენტში.
დღეს, გავრცელდა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების თაობაზე მეხუთე რაუნდის ანგარიში. დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრის ეროვნული მაკოორდინირებელი ორგანოს პასუხისმგებლობა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ანგარიშში აღნიშნულია ის მნიშნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და შემოსავლების სამსახურმა ბოლო წლებში გადადგეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
რეგიონული სამმართველოები