ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა მიმდინარე წლის 7 ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე https://is.ge/ka-ge/.