Press releases

News/Press releases

30 მარტს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

პარასკევი, 30 მარტი, 2018
30 მარტს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

248

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე  ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ  მიულოცეს და გაწეული  საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს.

30 მარტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ დღედ დაწესდა და ყოველწლიურად აღინიშნება.

როგორც საზეიმო ღონისძიებაზე აღინიშნა, საგამოძიებოს სამსახურის საქმიანობის მთავარ მიზანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა და მოქალაქის, ბიზნესსექტორის და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა წარმოადგენს.  სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული დღის დაწესება მნიშვნელოვანი სტიმული და მოტივაცია იქნება საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის. ეს დღე იქნება მათი საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა და დაფასება.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს წარმატებული საქმიანობა უსურვა და აღნიშნა, რომ  მათი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის  ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

„ჩვენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გამოკვეთილი გვაქვს მუშაობის სამი პრინციპი. საგამოძიებო სამსახური უნდა სარგებლობდეს საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხით, უნდა იყოს პრინციპული კანონის უზენაესობის დაცვისა და ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის მიმართულებით და მესამე - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უნდა იყოს ბიზნესის დაცვის ეფექტური მექანიზმი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ფინანსთა მინისტრს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.  როგორც მან აღნიშნა,  საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში  მნიშვნელოვან შედეგებს  მიაღწია, რაც საგამოძიებო უწყების თითოეული თანამშრომლის ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

ღონისძიების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვეს.

 

 

 

 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top