Press releases

News/Press releases

შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

შაბათი, 13 ოქტომბერი, 2018
შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

169

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი სტაჟირების პროგრამის და ზოგადად, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის გაცნობის მიზნით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტების კურსდამთავრებულებსა და მაგისტრანტებს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ  აღნიშნა,  ანაზღაურებადი სტაჟირება არის საუკეთესო შესაძლებლობა  ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს საკუთარი კარიერა და პროფესიული საქმიანობა დაუკავშირონ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს - ერთადერთ უწყებას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულს ებრძვის.

„სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული ცოდნა  პრაქტიკაში გამოიყენონ. სპეციალურად მათთვის შემუშავებული ექვსთვიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტაჟიორების  პროფესიულ ზრდა-განვითარებას და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც მომავალში პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარებათ“, -აღნიშნა ვაჟა ფანოზიშვილმა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ სტუდენტებს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა, სამართლებრივი საფუძვლები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ვაჟა ფანოზიშვილის თქმით, საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი უწყებაში პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმებაა. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია, რომ სტაჟირების პროგრამით უწყებაში შესაბამისი განათლების მქონე, მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდების მოზიდვა მოხდეს. 

შეხვედრაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ვლადიმერ მაჭარაშვილმა მადლობა გადაუხადა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მხარეებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ  უნივერსიტეტის  სტუდენტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება 14 ოქტომბერს დასრულდება

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top