Press releases

News/Press releases

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე შპს-ის დირექტორი დააკავეს

პარასკევი, 25 ივლისი, 2014
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე შპს-ის დირექტორი დააკავეს

738

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე, ეთ-ერთი შპს-ს დირექტორი გ. გ. დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ გ. გ-მ, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანდართული სასაქონლო ზედნადებებით, თითქოსდა მათ მოქალაქეს 100 000 ლარის ღირებულების გაყინული ხორცის პრუდუქტი მიაწოდეს, რის სანაცვლოდ,  მან 23 000 ლარი აიღო.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top