საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე, ეთ-ერთი შპს-ს დირექტორი გ. გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ. გ-მ, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანდართული სასაქონლო ზედნადებებით, თითქოსდა მათ მოქალაქეს 100 000 ლარის ღირებულების გაყინული ხორცის პრუდუქტი მიაწოდეს, რის სანაცვლოდ, მან 23 000 ლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით