Press releases

News/Press releases

ქრთამის აღების ფაქტზე ყოფილი საჯარო მოხელე დააკავეს

შაბათი, 24 იანვარი, 2015
ქრთამის აღების ფაქტზე ყოფილი საჯარო მოხელე დააკავეს

667

ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის უბნის სამსახურის ყოფილი უფროსი კ. რ. დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2013-2014 წლებში, თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების დირექტორისგან ქრთამის სახით 15 000 ლარი აიღო, რათა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაერწმუნებინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები, რომ სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები სწორედ ზემოთხსენებულ კომპანიებს განეხორციელებინათ. ასევე არ შექმნოდათ პრობლემები სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11-წლამდე.  

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top