ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის უბნის სამსახურის ყოფილი უფროსი კ. რ. დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2013-2014 წლებში, თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების დირექტორისგან ქრთამის სახით 15 000 ლარი აიღო, რათა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაერწმუნებინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები, რომ სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები სწორედ ზემოთხსენებულ კომპანიებს განეხორციელებინათ. ასევე არ შექმნოდათ პრობლემები სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11-წლამდე.