Press releases

News/Press releases

ქონების მოტყუებით დაზიანების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2014
ქონების მოტყუებით დაზიანების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

692

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქონების მოტყუებით დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს  ორი პირი, ხოლო ერთი პირი დააკავეს.          

გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა შპს-მ 2008 წელს გამართულ აუქციონზე 800 720 ლარად შეიძინა 20 000 მმიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობის მიხედვით, 36 თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო არანაკლებ 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია და დასაქმებულიყო საქართველოს 100 მოქალაქე.

2011 წელს შპს-ის დირექტორმა წერილით მიმართა ერთ-ერთ სამინისტროს და წარადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორის მიერ შედგენილი, ყალბი აუდიტორული დასკვნა.

ყალბი დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ შესრულებულმა ინვესტიციამ თითქოსდა შეადგინა 5 075 148 ლარი, რეალურად კი განხორციელებული იყო 2 643 845 ლარის ინვესტიცია. დასკვნის წარდგენის პერიოდში, სამინისტროს მხრიდან, ერთ-ერთ თანამშრომელს კანონით ევალებოდა შესრულებული ვალდებულების შემოწმება და კონტროლი, თუმცა ის გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ მოახდინა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მონაცემთა გადამოწმება.

აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, სახელმწიფოს 2 301 000 ლარის ზიანი მიადგა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 342-ე და 362-ე მუხლებით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top