Press releases

News/Press releases

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ბრიუსელში გამართულ სემინარს დაესწრო

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ბრიუსელში გამართულ სემინარს დაესწრო

304

13-14 ნოემბერს, ქალაქ ბრიუსელში, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის რეგიონალური სემინარი - „ევროკავშირის აქტივების დაბრუნების ოფისების (AROs) საუკეთესო პრაქტიკა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების მოძიების და დაბრუნების მიმართულებით“ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე  იგა ზაალიშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი,  გიორგი ელგანდაშვილი ესწრებოდნენ.

სემინარზე კორუფციასთან და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.  მონაწილეებმა  ევროკავშირის აქტივების დაბრუნების პროცედურებზე, კონფისკაციის სისტემებზე, ასევე დაყადაღებული აქტივების მართვის საუკეთესო პრაქტიკაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ფინანსური გამოძიების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და ინსტრუმენტების დანერგვის მნიშვნელობაზე.

ღონისძიება ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ორგანიზებით და ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში მიგრაციის და შიდა საკითხების დეპარტამენტის (DG HOME), დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების მოძიების და ჩამორთმევის (COSC) ბელგიის ცენტრალური ოფისის და ჩამორთმეული აქტივების  მართვის ბელგიის ოფისის (Fin Shop) მხარდაჭერით გაიმართა. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top