Press releases

News/Press releases

საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ხელშეწყობისთვის ევროკავშირის პროგრამა განხორციელდება

შაბათი, 29 დეკემბერი, 2018
საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ხელშეწყობისთვის ევროკავშირის პროგრამა განხორციელდება

144

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, მოადგილეებთან ერთად  ევროკავშირის მიერ დელეგირებულ ექსპერტებს,  ტომას ვენენს და  ანტოან ჰანინს შეხვდა. 

შეხვედრის მიზანს  საქართველოში უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით ევროკავშირის მიერ  შემუშავებული უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა  და დანაშაულთან ბრძოლის პროგრამის SAFE  (Security, Accountability and Fight Against Crime Programme) გაცნობა წარმოადგენდა.   პროგრამის ფარგლებში საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან საბრძოლველად ევროკავშირმა 27 მილიონი ევროს დახმარება გამოყო. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ზემოაღნიშნული  პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებს. პროგრამა მოიცავს ოთხ კომპონენტს, მათ შორის ერთ-ერთია კორუფციის, ფულის გათეთრების და ზოგადად, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა. პროგრამის ფარგლებში  მოხდება საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ზრდისთვის  შესაბამისი უწყებების გაძლიერების ხელშეწყობა.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ევროპელ ექსპერტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უწყების საქმიანობის და სამსახურის მიერ გამოძიებული სისხლის სამართლის საქმეების ბოლო წლების სტატისტიკის შესახებ. საუბარი შეეხო შედეგების შეფასების მეთოდებს და ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრის გზებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე  პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის,  ყველა მნიშვნელოვან საკითხს დეტალურად განიხილავენ.
 


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top