Press releases

News/Press releases

"საქართველოს ეროვნული ბანკი"- ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, შპს - ს დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

ორშაბათი, 13 ოქტომბერი, 2014
"საქართველოს ეროვნული ბანკი"- ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, შპს - ს დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

700

2014 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკი“-ს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი გ. მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენლია, რომ სსიპ ,,საქართველოს ეროვნულ ბანკ’’-სა და აღნიშნულ შპს-ს შორის, რომლის დამფუძნებლები არიან ზ. თ., გ. მ. და რ. მ, გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, სამშენებლო სამუშაოების შესახებ. 

საწარმოს დირექტორმა, გ. მ-მ დამკვეთს მიაწოდა შესრულებული სამუშაოს ყალბი აქტები, სადაც სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ხელოვნურად იყო გაზრდილი. აღმიშნულით იგი თაღლითურად დაეუფლა სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკი“-ს კუთვნილ, 1 246 821 ლარს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top