2014 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკი“-ს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი გ. მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენლია, რომ სსიპ ,,საქართველოს ეროვნულ ბანკ’’-სა და აღნიშნულ შპს-ს შორის, რომლის დამფუძნებლები არიან ზ. თ., გ. მ. და რ. მ, გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, სამშენებლო სამუშაოების შესახებ.
საწარმოს დირექტორმა, გ. მ-მ დამკვეთს მიაწოდა შესრულებული სამუშაოს ყალბი აქტები, სადაც სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ხელოვნურად იყო გაზრდილი. აღმიშნულით იგი თაღლითურად დაეუფლა სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკი“-ს კუთვნილ, 1 246 821 ლარს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.