Press releases

News/Press releases

სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

ორშაბათი, 28 მაისი, 2018
სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

226

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გააყალბეს უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი  გამოყენებით  მოტყუებით დაირეგისტრირეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  11 000 მ2  და 13 000 მ2  მიწის ნაკვეთები. ამ ეტაპზე, მოტყუებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top