Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურში საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საკითხები განიხილეს

ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურში საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საკითხები განიხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  შემოსავლების და საბაჟო სამსახურის ფისკალური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მეკავშირე ოფიცერს,  ნიკ ეედეს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საკითხები განიხილეს. მხარეებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  შემოსავლების და საბაჟო სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხებზე და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის, საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს წარმომადგენლები.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top