Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

130

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილის თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს, დანაშაულში მხილებულმა პირმა, გაიმარჯვა სახელმწიფო ტედერში, რომლის საფუძველზეც სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის ჯამში 200 მ3 შეშა უნდა მიეწოდებინა. ბრალდებულმა  უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტებში გააყალბა რეალურად მიწოდებული შეშის მოცულობა და ფაქტობრივად გადაცემული  74 მ3 შეშის ნაცვლად,  ანაზღაურება მოითხოვა და მიიღო შეშის სრულ  - 200 მ3 მოცულობაზე. ამ გზით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, 210-ე მუხლის პირველი  და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top