Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საგზაო ბიტუმის იმპორტიორი საწარმოების ხელმძღვანელი დააკავა

სამშაბათი, 19 მაისი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა საგზაო ბიტუმის იმპორტიორი საწარმოების ხელმძღვანელი დააკავა

616

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგზაო ბიტუმის იმპორტიორი საწარმოების ფაქტობრივი მფლობელი ლ. რ. დააკავა. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულში თანამონაწილე 4 პირი - ნ. ე, თ. ს, ი. ს. და გ. ფ.

გამოძებით დადგენილია, რომ ლ. რ-მ დანაშაულში  თანამონაწილე პირებზე დაარეგისტრირა რამდენიმე საწარმო, რომელთა მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა  858 844 ლარის საგზაო ბიტუმი. ბრალდებულებმა, ბოროტად გამოიყენეს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებულ საშეღავათო პერიოდი და არ გადაიხადეს იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადი. აღნიშნული დანაშაულით ბიუჯეტს მიადგა 154 589 ლარის ზიანი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6  წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top