Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა

337

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან  ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო - გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 29 989 ლარს შეადგენს,  ხოლო, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ქვეყანაში შემოიტანა 52 351,55 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს საიუველირო ნაწარმი.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 771 გრამი ოქროს ნაკეთობები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top