Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი პასუხისგებაში მისცა

ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი პასუხისგებაში მისცა

17

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ბრალდებულის სახით,  ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა ოქროს ზოდი და  დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საბაჟო ღირებულებით 68 742 ლარი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მალულად იქნა შემოტანილი 73 200 ლარის საბაჟო ღირებულების ტექსტილის ნაწარმი.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით,  ისჯება თავისუფლების აღკვეთას   5-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top