Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავა

შაბათი, 27 ივნისი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავა

605

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი საწარმოს თავმჯდომარე გ. ყ, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, წინასწარ დაგეგმილი თაღლითური სქემით, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელზე სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ სახელფასო ცნობებს, რითაც დასაქმებულად აფიქსირებდნენ ათეულობით მოქალაქეს. ამის შემდეგ, ყალბი სახელფასო ცნობების გამოყენებით  საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დაზარალებულთა სახელით  მართლსაწინააღმდეგოდ იღებდნენ და ისაკუთრებდნენ დიდი ოდენობით სესხის სახით მიღებულ თანხებსა და განვადებით გამოტანილ ძვირადღირებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რითაც ათეულობით მოქალაქე დააზარალეს. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top